რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას კვლავ აქებს და ამბობს, რომ "საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ნაციონალური ინტერესებით პასუხობს".
ლავროვის თქმით, დასავლეთს სურს, "საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს".
"ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, არის ხელისუფლება, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლასთან ერთად მოთხოვნით, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, იქ უკვე ასეთი ტერმინოლოგიაც კი ისმის, ამბობს: "მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს. მათ სურთ, საქართველო გადააქციონ მორიგ გამაღიზიანებლად, დაუბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში, ამაში ეჭვი არ მეპარება", - ამბობს ლავროვი.
სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა 18 იანვარსაც შეაქო იმის გამო, რომ ის "დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს".